დახმარება ომის მონაწილეებისთვის

08 აგვისტო 2017, 00:00 2401 ნახვა

რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს. მალხაზ მიქელაძეს და ხვიჩა შაქარიშვილს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3000-3000 ლარი გადაეცათ. მათ აჭარის მთავრობამ, 2015 წელს, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინებიც გადასცა.  

სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მეომრებს ფულადი დახმარება წელს  პირველად გაეწიათ და მათ ამ თანხას ერთჯერადად ყოველი წლის 8 აგვისტოს გადასცემენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი