საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი გადაეცა.
ჯილდო კალათბურთელს პრეზიდენტმა გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ცერემონიას ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და “Golden State Warriors''-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.