შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში

07 აგვისტო 2017, 00:00 2329 ნახვა

ხვალ დილის 6-ის ნახევრიდან 8-ის ნახევრამდე ბათუმში ჯავახიშვილის, პუშკინის, აბუსერიძის, გორგილაძის, გორგასალის, ლერმონტოვის, ფიროსმანის, რუსთაველის, გრიბოედოვისა და კომახიძის ქუჩებს შუქის მიწოდება შეუწყდებათ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  10-დან 18  საათამდე სოფლებს ხალას, გორგაძეებსა და  ჩაისუბანს. ხელვაჩაურში 10-დან 19 საათამდე სოფლებს ჩიქუნეთს, ჩხუტუნეთსა და  აღმართს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდებათ.  აჭარის მაღალმთიანეთში 10-დან 18 საათამდე სოფლებს: გულები, ცხმორისი, გობრონეთი, შუბანი, ბრილი, ოლადაური, ფურტიო, ვარჯანისი და წონიარისი შუქი გაეთიშებათ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში