შავიზღვისპირა კურორტ ადლერში, შუადღის საათებში, მაშინ როდესაც დამსვენებელთა უმეტესობა მზეს ეფიცხებოდა, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. სანაპიროზე მიწისქვეშა წყლის მილები დაზიანდა, რის გამოც პლაჟზე დიდი რაოდენობით წყალი ამოიფრქვა, რომელიც იყო მუქი შეფერილობის და ჰქონდა მკვეთრად დამახასიათებელი ცუდი სუნი.
ექსპერტები აცხადებენ რომ ზღვაში ბანაობა შესაძლებელია და სანაპირო ზოლის ეკოლოგიისთვის მომხდარი ფაქტი დამაზიანებელი არ იქნება. წყლის ძლიერი ნაკადის შეჩერება ნახევარ საათში მოხერხდა. სოჭის ხელისუფლება, წყლის კომპანიის ბრალეულობაზე საუბრობს. გაყვანილობის დაზიანების გამომწვევი ფაქტორების გამოძიება მიმდინარეობს.
მომხდარის გამო დამსვენებელთა უმეტესობა უკმაყოფილოა. ამბობენ რომ მათთვის ეს სრულიად წარმოუდგენელი სიტუაცია იყო. მათი თქმით ზღვის კურორტებზე მსგავსი არასასიამოვნო ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.
წყარო - www.gismeteo.com. http://worldweather.wmo.in