დაკავება სარფში

06 აგვისტო 2017, 00:00 3664 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი.

ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან ამოღებულია 700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში