მედვედევმა ტრამპის სანქციები შეაფასა

03 აგვისტო 2017, 00:00 1790 ნახვა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იმ კანონპროექტზე ხელმოწერას ეხმაურება, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

დიმიტრი მედვედევი საკუთარ  ფეისბუქ გვერდზეწერს, რომ ,,ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან რუსეთის  ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო. „  ახალი სასანქციო კანონის ხელმოწერა რამდენიმე შედეგის მომტანია. პირველი, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო. მ

ეორე, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადეს. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უუნარობა გამოაჩინა, როდესაც აღმასრულებელი უფლებამოსილება კონგრესს გადასცა. ეს ძალთა განლაგებას ცვლის აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში“, - აცხადებს  დიმიტრი მედვედევმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი