რუსეთის პრეზიდენტის დე-ფაქტო აფახაზეთში შესაძლო ვიზიტსა და სოფელ არცევთან დღეს დაგეგმილ ხნულის გავლებას ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა დარეგულირდეს.