ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ნიჩბიან ნავებს და სკამებს ყიდულობს. ნავების შეძენის შემდეგ ნიჩბოსანთა ფედერაციის გახსნა იგეგმება, სკამები კი ქალაქში არსებულ სკვერებში განთავსდება.
ეს სკამების შეძენის არც პირველი და სავარაუდოდ არც ბოლო შემთხვევაა. პარკებისთვის სკამები მერიამ 2015 წელსაც შეიძინა, ასევე ათობით ათასი ლარი დახარჯა ეზოებში ფანჩატურების მოსაწყობად და ქალაქში დეკორატიული სკამების განსათავსებლად.