ხანძრით  დაზარალებულებს გამგეობა 10  ათასი  ლარით  დაეხმარება 

02 აგვისტო 2017, 00:00 2025 ნახვა

ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი გამგეობა  10 ათასი ლარით დაეხმარება,  ასევე სახლის ასაშენებლად ტყის რესურსით სარგებლობის უფლება ექნებათ. ხანძარი  პაქსაძეების საცხოვრებელს  გუშინ გაუჩნდა, შედეგად 14 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მთლიანად განადგურდა ორ სართულიანი ხის საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები.

შემთხვევის დროს ოჯახისწევრები მთაში იმყოფებოდნენ, ხანრის შედეგად არავინ დაშავებულა.  ცეცხლის გაჩენის  გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი