ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ბათუმელი მურმან სურმანიძე ემსხვერპლა

31 ივლისი 2017, 00:00 5130 ნახვა

გორში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ბათუმელი მურმან სურმანიძე ემსხვერპლა​. 24 წლის ბიჭი,  სახის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაციას „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს. მასალაში წერია, რომ მურმან სურმანიძესა და ბრალდებულ, 20 წლის ნოდარ თ-ს შორის, პრობლემები ერთი თვით წინ გაჩნდა. არაოფიციალური ვერსიით, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი მობილურ ტელეფონზე შეცდომით განხორციელებული ზარი გახდა. 
ბრალდებულის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. მისი ადვოკატი თეა კერესელიძე კომენტარს არ აკეთებს. გორის სასამართლო კი, სახელმწიფო ბრალდების, პროკურატურის პოზიციას ასაიდუმლოებს. 

ჯგუფური ანგარიშსწორება  გორში, 26 ივლისს მოხდა. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, მეხუთე საჯარო სკოლის შენობის უკან, 20-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინციდენტს ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გორის სასამართლომ ეჭვმიტანილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა,  27 ივლისს შეუფარდა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში