აჭარა Fashion Week

24 ივლისი 2017, 00:00 2557 ნახვა

ბათუმის მერიის მიერ, ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით დაფინანსებული მოდის კვირეული გაიხსნა. “აჭარა ფეშენ ვიკი”-სთვის თანხის გამოყოფის გამო მაშინ დეპუტატებმა კრიტიკა დაიმსახურეს.

“ფეშენ ვიკი” ბათუმში მე-3 წელია ტარდება, სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქს მოდის ინდუსტრიის კრიტიკოსები და ცნობილი დიზაინერები ეწვივნენ. კვირეულის ფარგლებში ცნობილი ბრენდების ჩვენებები, ასევე შოუ-რუმები მოეწყობა. მერიამ რამდენიმე კვირის წინ ბიუჯეტიდან კიდევ ერთი ღონისძიება - სილამაზის კონკურსი “მის და მისტერ პლანეტა” 60 ათასი ლარით დააფინანსა, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში