ქობულეთის საკრებულოს სხდომა

24 ივლისი 2017, 00:00 3416 ნახვა

ხშირი გაცდენების გამო ქობულეთის საკრებულოს წევრს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მალხაზ ცეცხლაძეს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყტა. მიზეზად ექვსი თვის განმავლობაში გაცდენები დასახელდა.

ფრაქციაში განმარტავენ, რომ წევრის გაცდენების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია. გარდა ამისა დღევანდელ  საკრებულოს სხდომაზე ტურისტული ობიექტების განთავსების საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა 22 განცხადება დააკმაყოფილეს. მშენებლობის დაგვიანების მიზეზით ერთ მოქალაქეს განაცხადზე უარი ეთქვა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში