ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლომ დავით დევნოზაშვილი დამნაშავედ ცნო

20 ივლისი 2017, 00:00 3281 ნახვა

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო. მან გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეც და სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დავით დევნოზაშვილის წინააღმდეგ გამოძიება   ე.წ-ლი „ბათუმელების“ საქმეზეც მიმდინარეობს.  იგი 2009 წელს გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორს, თედო ჯორბენაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით აშანტაჟებდა. კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი დავით დევნოზაშვილი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი