სეზონური ინფექციები

19 ივლისი 2017, 00:00 4014 ნახვა

ნაწლავური ინფექციები და კვებითი ინტოქსიკაცია -  ყოველდღიურად აჭარაში ათობით შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო ერთ თვეში კი სამედიცინო დაწესებულებებს 725-მა პაციენტმა მიმართა, აქედან უმრავლესობა მცირეწლოვანია.

მედიკოსების რეკომენდაციით დაავადების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და უსაფრთხო საკვების მიღება. ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს არ მიმართონ თვითმკურნალობას და სიმპტომების: მაღალი ტემპერატურის, ღებინების, ან დიარიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში