თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი საქართველოში არიან

17 ივლისი 2017, 00:00 3710 ნახვა

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი უკვე საქართველოში არიან. მათ სარფში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა  შემდგომი კვლევებისთვის მათ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თურქეთში 5 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა  მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში