სამედიცინო მომსახურების მობილური ჯგუფები სანაპიროზე

07 ივნისი 2016, 00:00 4131 ნახვა

პირველად ტურისტულ სეზონზე ბათუმის სანაპიროზე, ძველ ბულვარში სამედიცინო მომსახურების სპეციალური მობილური ჯგუფები იმუშავებენ. მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით ზღვისპირა პარკში, პლაჟთან ახლოს უკვე განთავსდა. მედიკოსები საჭიროების შემთხევაში ნებისმიერ პირს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ასევე მსურველს შესაძლებელობა ექნება ადგილზე ცე ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევა ჩაიტაროს. მოძრავი ამბულატორია ძველ ბულვარში სანაპიროსთან ახლოს დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს. მობილური ჯგუფების პირველი პაციენტები სიმბოლურად დღეს საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრები იყვნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი