მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს სუვერენიტეტი, ენერგოსაუფრთხოება, მიგრაციის საკითხები და გამოწვევები, ასევე მოახლოვებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი- სწორედ ამ თემებს დაეთმო ორი დღის განმავლობაში ყურადღება ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ,,საქართველოს ევროპული გზა”. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი გამოყოფს თანხას, რომელის იანოშ ჰერმანის თქმით, ახალი მიმართულებების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ცოტა ხნის წინ დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია.