მუსტაფა   ჩაბუქის  მეუღლე  დაცვის  დანიშვნას ითხოვს

12 ივლისი 2017, 00:00 2062 ნახვა

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს. თუბა ჩაბუქის განცხადებით, მისი ოჯახი საფრთხეშია, რადგან მას ემუქრებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხისა და მედიის მხარდაჭერა დაინახეს. იგი დღეს პროკურატურაში გასაუბრებაზე იმყოფებოდა.

ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს მუქარის წერილები წარუდგინეს. დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქული მხარის მოთხოვნით ქართულმა პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დააკავა. არაერთი საპროტესტო აქციის და მოთხვონის მიუხედავად, რომ ქართულ მხარეს ჩაბუქი თურქეთისთვის არ გადაეცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ  დაკავებულს 3-თვიანი წინა საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში