აღმოსავლეთ აფრიკის - კენიის რესპუბლიკაში, რომლისთვისაც ცხელი, ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი თოვლი მოვიდა. აფრიკის აღმოსავლეთ რაიონებში ცივი ჰაერის გავრცელების გამო, ღამის საათებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. აღინიშნა ძლიერი სეტყვა და თოვლი.
დილით მოსახლეობისთვის სარკმლებს მიღმა თეთრი გარემო უჩვეულო მოვლენა იყო. ეს ყველაფერი ბუნების სასწაულად და ღვთის საჩუქრად მიიღეს.