,,გაუფრთხილდით ბაუჩაძის ორმოს", ,,ფრთხილად აქ ბაუჩაძის ორმოა"_ამ ტრანსფარატებით ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციის წევრებმა ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე არსებული ვითარება გააპროტესტეს და გამგებელს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის განცხადებას ადრესატი პასუხობს. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში დაიწყება.