სპორტსმენ კობა ბაკურიძეს ისევ ეძებენ. სამაშველო ოპერაციები მეექვსე დღეა გრძელდება.
სპორტსმენის ძმა, თამაზ ბაკურიძე მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა. იგი შსს-ს მიმართავს და უწყებას ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო - კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერების შესწავლას სთხოვს.