მოსმენების შესახებ კანონი

07 ივლისი 2017, 00:00 2411 ნახვა

საერთაშორისო მაგალითების მოშველიებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, იმ სააგენტოს არსებობის დამოუკიდებლობის გამყარებას ცდილობდა, რომელიც სუს-ს ექვემდებარება და პარლამენტმა შექმნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზე კითხვები სააგენტოს სტრუქტურაზე, კონტროლის მექანიზმებზე, თანამშრომლების დანიშნვა-გათავისუფლებაზე დასვეს. სუს-ის წარმომადგენელს შეახსენეს 3 წლის წინ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 326 მოსარჩელე, მათ შორის სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ამ სააგენტოს შექმნით უკანონო მოსმენები გაგრძელდება. განმწესრიგებელი სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში