თურქეთის სამხრეთში ანომალური სიცხე ფიქსირდება. საკურორტო ქალაქ ანტალიაში ტემპერატურამ +44,+46 გრადუსი შეადგინა. ანტალიის პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ეს რეკორდია. მათი ინფორმაციით, ბოლოს, 45 გრადუსი 1929 წელს იყო, წელს კი ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
''ფრანსპრესის'' ინფორმაციით დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში +43, +45 გრადუსიანი სიცხის დროს, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
''გადაუდებელი სიტუაციის სამსახურმა დახმარება 200-მდე ადამიანს აღმოუჩინა, წელს პირველად, ძლიერი სიცხის შესახებ „წითელი გაფრთხილება“ ქვეყნის მასშტაბით 17 რეგიონში შემოიღეს.
მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ირანშიც. გასულ კვირას ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე +53 გრადუსი ფიქსირდებოდა, დღეს კი +56 გრადუსი.