ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

01 ივლისი 2017, 00:00 3912 ნახვა

კვარიათში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. ის რეფერალური საავადმყოფოს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას აგრძელებს. მორიგე ექიმი მედეა მიმინოშვილი ამბობს, რომ დაშავებულს გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა აღენიშნება. ავარიის დროს დაზარალებული კიდევ ორი ახალგაზრდა კი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ორი მოზარდი გადაიყვანა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკის დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე აცხადებს, რომ დაზარალებულები საავადმყოფოს ხვალ დატოვებენ.

კვარიათში მსუბუქი ავტომობილი ზღვაში გადავარდა. მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში