მეხუთე თაობის მრავალფუნქციური თვითმფრინავების მწარმოებლებს შარშან იაპონიაც შეემატა. Mitsubishi-მ აპრილის ბოლოს განახორციელა მისი X2 Shinshin-ის პირველი საგამოცდო ფრენა, რომელიც 25 წუთს გაგრძელდა.
თვითმფრინავი შედარებით მცირე ზომისაა. სიგრძეში 14.2 და სიგანეში 9.1 მეტრი. აღჭურვილია ორი ტურბო-რეაქტიული ძრავით, თითო 5000 კგ-ძალის სიმძლავრით. აქვს ძალის ვექტორული საქშენები, რაც კარგ მანევრულობას უზრუნველყოფს. ცარიელის წონაა 8900მ, ხოლო მაქსიმალური ასაფრენი - 13000 კგ. თვითმფრინავზე მუშაობა დაიწყო 2008 წელს, შეიარაღებაში მიღება იგეგმება 2030 წელს.