თუ ბულვარში ველოსიპედისტი ველობილიკს მიღმა იმოძრავებს, მას 20 ლარით დააჯარიმებენ

29 ივნისი 2017, 00:00 5242 ნახვა

თუ ბულვარში ველოსიპედისტი ველობილიკს მიღმა იმოძრავებს, მას 20 ლარით დააჯარიმებენ.

ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი სატრანსპორტო  საშუალებებით გადაადგილება ველობილიკს მიღმა პირის დაჯარიმებას გამოიწვევს.  პირველ ეტაპზე  ჯარიმა 20 ლარია. იგივე ქმედების განმეორებისას კი პირი 50 ლარით  დაჯარიმდება. 
ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ  06:00 საათიდან 09:00 საათამდე.

ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეითებსაც. ველობილიკზე ქვეითთა  მოძრაობა აკრძალულია.

წინა კვირაში  ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 7 პირია დაჯარიმებული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში