''ბათუმობის'' დღესასწაულისთვის კონცეფციის ავტორი ცნობილია

28 ივნისი 2017, 00:00 3340 ნახვა

თემა, რომლის გამოც მერია საკრებულოს ოპოზიციამ და პოზიციამ დღეს თითქმის ერთნაირად გააკრიტიკა. გიორგი ერმაკოვის უწყება დაახლოებით 90 ათასი ლარით სილამაზის ორი კონკურსის დაფინანსებისთვის თანხას ითხოვდა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპივა. ამ ღონისძიებების გარეშეც გაიზარდა “ბათუმობისთვის” გამოყოფილი თანხა და ჯამში 384 ათასი ლარი შეადგინა.

კრიტიკის საგანი გახდა კონკურსის გარეშე, ერთ-ერთი რეჟისორის მიერ შეთავაზებული სცენარის შესყიდვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ სცენარს ქალაქი არ უნდა ყიდულობდეს, რადგან არსებობს კულტურის ცენტრი. ვიცე-მერი, აცხადებს რომ მერიის სპეციალურმა კომისიამ, რევაზ ახრახაძის პროექტი მოიწონა. რომელმაც იდეა, როგორც ამას ალექსანდრე მითაიშვილი ამბობს, ქალაქის მერიას საკუთარი ინიციატივით შესთავაზა. დღეს ჩვენ ეს სცენარი არ გვაჩვენეს. რაც შეეხება რევაზ ახრახაძეს, იგი მსახიობია, ამბობს, რომ აქვს გამოცდილება, ერთ-ერთ ბოლო პროექტად კი თამარ გვერდწითელის კონცერტის ორგანიზებას ასახელებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში