მატარებლით მგზავრობა გაძვირდა

28 ივნისი 2017, 00:00 3130 ნახვა

2 დღეში მატარებლით მგზავრობის მსურველებს გაზრდილი ფასის გადახდა მოგიწევთ. თბილისი-ბათუმის მატარებელზე ფასები გაზრდილია ბიზნეს და პირველი კლასის ადგილებზე.

საქართველოს რკინიგზაში, როგორც გასულ წლებში, წელსაც აცხადებენ, რომ ზაფხულობით სუბსიდირების შეწყვეტა გადაწყვიტეს და მათ ვისაც სურს მეტი კომფორტით იმგზავროს მეტის გადახდა მოუწევს. რაც შეეხებე ეკონომკლასს, მართალია ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ თანხა დაკორექტირდა და კი არ გაიზარდა, არამედ სეზონურ ფასს დაუბრინდა, თუმცა ფაქტია რომ მგზავრებს თუ დღეს 18-ის, 1 ივლისიდან 24 ლარის გადახდა მოუწევთ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში