ბათუმში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან ქალაქში უკონტაქტო პატრულირება დაიწყება, რამდენიმე კვირაში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტიპის კამერები დამონტაჟდება.
ხუციშვილს მიაჩნია, რომ კომპლექსური მუშაობა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს. დღეს საქართველოს პარლამენტში ვიდეო ჯარიმების შესახებ კანონპროექტი განიხილება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი რეგულაციები ადმინისტრირებას გაამკაცრებს და უფრო ეფექტურს გახდის.