"შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის"-დღეიდან ამკრძალავი საგზაო ნიშნებისგან შექმნილი გული, ბათუმი-ქობულეთის გვირაბთანაც გამოჩნდება. აქციის ფარგლებში გვირაბის შესასვლელი კედლის მოხატვა მიმდინარეობს. აქციის მიზანია, საგზაო მოძრაობის პრევენცია, საგზაო მოძრაობაში მონაწილეთა ინფორმირება და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.