საკონსტიტუციო  სარჩელი

22 ივნისი 2017, 00:00 2550 ნახვა

მესამე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში ე.წ. უკანონო მოსმენების წინააღმდეგ შესულ სარჩელებს განიხილავს. კონკრეტული ვადა არ არსებობს, შესაბამისად ვერ ვიტყვით როდის გვეცოდინება რას  გადაწყვეტენ: ხელახლა განიხილავენ იმავე შინაარსის ნორმების კონსტიტუციურობას, რომელზეც ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუ ზეპირი მოსმენით პირდაპირ გააუქმებენ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც შეიქმნა სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო. სწორედ ამ უწყების წარმომადგენელი უკვე ორი დღეა მოსამართლეებს უმტკიცებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი იქნება და არსებობს კონტროლის მექანიზმები.

326 მოსარჩელე, მათ შორის სახალხო დამცველი, მესამე სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადეგნელები კი საპირისპიროზე საუბრობენ, ამბობენ, რომ სააგენტო, რომელსაც სუს-ი აკონტროლებს, ამავე უწყების ინტერესებს გაატარებს და დამოუკიდებელი მხოლოდ ფორმალურად იქნება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი