მოსმენების კანონის კონსტიტუციურობას და ახალი უწყების დამოუკიდებლობას დღეს სასამართლოს მოსამართლეებს იმ სააგენტოს წარმომადგენლები უმტკიცებდნენ, რომლის შექმნის გამოც, არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, ჯამში 326-მა მოქალაქემ პარლამენტს უჩივლა.
დავით გავბეხაძე ამტკიცებს რომ სააგენტო უკანონო მოსმენებს ვერ განახორციელებს, რადგან არსებობს გარე კონტროლის მექნიზმებიც, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
მოსარჩელეები კი სააგენტოს დამოუკიდებლობას გამორიცხავენ, რადგან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექვემდებარება. რას გადაწყვეტს კოლეგია? გახდება თუ არა საჭირო იმ საქმის არსებითად განხილვა, რომელზეც მოსამართლეებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს.