საქართველო 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა

21 ივნისი 2017, 00:00 2422 ნახვა

საქართველო 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა. კვლევითი პორტალის “ნამბიოს” „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით საქართველო 125 ქვეყანას შორის შეარჩიეს. კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი.  “ნამბიო “ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

ამავე კატეგორიაში