ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „შუახევის გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. რუსლან ზოიძე გამგეობიდან გამოთხოვილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ 2014 წელს შუახევის გამგეობამ კომპანიას ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეასრულებინა.
მისივე ინფორმაციით, სამი წლის წინ დაფიქსირებული დარღვევები დღემდე გამოსასწორებელია. ბრალდებას შუახევის გამგეობაში უსაფუძვლოს უწოდებენ და აცახდებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა, პრიორიტეტების არჩევისას ინდმეწარმეს სოფლის მოსახლეობა ირჩევდა და ამიტომაც ხელშეკრულებები ერთ პირთან შეთანხმებით გაფორმდა.