სოხუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. ,,სპუტნიკ აფხაზიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კალმიკოვის ქუჩაზე 21 საათსა და 30 წუთზე მოხდა.
შედეგად, ადგილობრივი რუსლან არგუნი დაშავდა. იგი საავადმყოფოში მოათავსეს. აფეთქების ტალღამ ორ ხუთსართულიან სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია.
გამომძიებლები ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა ავტომობილში. ისინი დანაშაულის ვერსიებზე არ საუბრობენ.