ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდება

19 ივნისი 2017, 00:00 2936 ნახვა

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს დღეს გამოაქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოში კონსტიტუციის ცვლილებების პროცესი, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდა, გადახედოს პარლამენტის ფორმირების წესებს, რათა პარლამენტში პლურალიზმი გაიზარდოს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევა მისასალმებელი ცვლილებაა, ვინაიდან არსებული შერეული სისტემა მმართველ პარტიებს პარლამენტში სრულ უმრავლესობას აძლევდა. ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 ივნისს, პლენარული სესიის ფარგლებში მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი