დავით უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან შეერთებას არ გეგმავენ ბათუმელი რესპუბლიკელები. ირაკლი ჩავლეიშვილის და თეიმურაზ ყურაშვილის განცხადებით, ისინი რესპუბლიკურ პარტიაში რჩებიან და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად წინასაარჩევნო მზადებას განაგრძობენ, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავენ, რომ დავით უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ გუნდთან ითანამშრომლონ. უკვე ცნობილია, რომ უსუფაშვილის გუნდს “შენების მოძრაობას” შეუერთდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი გიორგი მასალკინი.