საკრებულოების წევრების რაოდენობა გაიზრდება

15 ივნისი 2017, 00:00 2588 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში დეპუტატთა რაოდენობა 78 -ით გაიზრდება. ცვლილება თვითმმართველობის კოდექსში შედის. საკითხზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანოში შემდეგ სასესიო კვირაში დაიწყებენ.

თითოეულ დეპუტატზე, ჯამში, 400 ლარი იქნება გამოყოფილი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს  არ გამოიწვევს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საკითხი უკვე შეჯერებულია არასამთავრობო სექტორთან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში