ახალი ბულვარის მიმდებარედ მოსახლეობა ზღვაზე გადასასვლელს ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარების გამო, ტურისტები აქ დასვენებაზე უარს ამბობენ.
აღნიშნული ტერიტორია შემოღობილია, რადგანაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებს. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარება მათი კომპეტენცია არ არის. მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციას კი შემდეგ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.