11 სახეობის 100 კულტურული ფორმა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, კამელიების, გვიმრების და ბამბუკების შემდეგ, ტურისტულ სეზონს, ტურისტებთან ერთად, ვარდების გამოფენით შეხვდა.
სურნელოვანი და სხვადასხვა ფერის ვარდების დათვალიერების საშუალება დღეს ბაღის სტუმრებს უფასოდ ჰქონდათ. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბოტანიკურ ბაღში ვარდების საკოლექციო ნაკვეთი 1959 წელს დაარსდა.