ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს

08 ივნისი 2017, 00:00 4870 ნახვა

ნიუ-იორკში რუსული კრიმინალური სინდიკატის 33 წევრი დააკავეს. მათ შორის 15 ქართველია. ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ორგანიზებული კრიმინალური ბანდა ნიუ-იორკის შემოგარენში ე.წ. ''დანაშაულებრივი სქემით'' მოქმედებდა. სინდიკატს ე.წ. კანონიერი ქურდები რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

სპეცოპერაციისას დაკავებულ ქართველებს შორის არიან ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ. მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებსა და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობასაც მოიცავდა. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ადგილობრივ ბიზნესმენებსაც ავიწროვებდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი