აჭარის მთავრობა მუსლიმებს ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს

03 ივნისი 2017, 00:00 2956 ნახვა

ბათუმში, მეჩეთის ასაშენებლად  ქართველ მუსლიმებს აჭარის მთავრობა ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხის მოსაგვარებლად კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მუსლიმი მრევლი ჩაერთვება.

შეგახსენებთ, მორწმუნეები ერთ კვირაზე მეტია ღია ცის ქვეშ, იმ ადგილზე ლოცულობენ, სადაც ბათუმის მერიამ ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა. თუმცა დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გადახურული ხის  კონსტრუქცია დგას.  მერიაში განმარტავენ, რომ დამხმარე შენობის აგებისთვის მერიას ნებართვისთვის მიმართეს, თუმცა როგორც თვითმმართველობაში განაცხადეს, კონსტრუქციის მშენებლობა უკვე დაწყებული იყო  ამიტომ, ზედამხედველობის  სამსახურმა ,,ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის” ფონდი 3 ათასი ლარით დააჯარიმა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი