დღეიდან სამაშველო სამსახურმა, სანაპირო ზოლზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. სარფის მონაკვეთიდან ჩოლოქამდე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე წელს 135 მაშველი იზრუნებს.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მათ განახლებული სამაშველო აღჭურვილობაც გადაეცათ. ამ წუთებში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება იმართება.