საიუბილეო ღონისძიება 

31 მაისი 2017, 00:00 1324 ნახვა

აჭარის საარქივო სამმართველოში დღეს ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პოეტის თანამედროვეებმა და კოლეგებმა მისი ცხოვრება და შემოქმედება გაიხსენეს. მოეწყო ზურაბ გორგილაძის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც. პოეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უკვე ჩატარდა თბილისსა და ქობულეთში.

ამავე კატეგორიაში