თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

30 მაისი 2017, 00:00 1794 ნახვა

შსს აფგან მუხტარლის ეძებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, გაუჩინარდა, განცხადებას მისი  ოჯახის წევრები აკეთებენ.  ჟურნალისტის მეუღლე მის გაუჩინარებაში აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ.

აფგან მუხტარლი, რომელიც სამშობლოში მწვავე თემების გაშუქებით იყო დაკავებული, 2015 წლის შემდეგ, იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო. ჟურნალისტის მეუღლის განცხადებით, პერიოდულად მას აზერბაიჯანული სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ, რის შესახებაც საქართველოში სამართალდამცველებს საქმის კურსში აყენებდა. მისი თქმით, 26 მაისს მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უთვალთვალებდნენ, გუშინ კი, 18:00 საათზე მეუღლეს დაუკავშირდა, რის შემდეგაც, გაუჩინარდა.

 

ამავე კატეგორიაში