''ნეტაი ადრე მოსულიყავით'' – ნიაზ ზოსიძის წიგნის პრეზენტაცია ''სტუმრად ვახტანგ ღლონტთან'' პროექტის ფარგლებში გაიმართა.
კრებული მუჰაჯირებისა და მათ შთამომავლების რეალურ ისტორიებს მოგვითხრობს. მუჰაჯირების შესახებ ზეპირსიტყვიერად შემონახულ ამბები ავტორმა თურქეთის 12 გუბერნიაში შეაგროვა. წიგნზე მუშაობა ნიაზ ზოსიძემ 2012 წელს დაიწყო.