ჩემპიონატი ფეხბურთში

23 მაისი 2017, 00:00 2188 ნახვა

ფეხბურთში ჭაბუკებს შორის აჭარის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატში რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში მესამე ადგილისთვის “დინამო 2” და ბათუმის სასპორტო სკოლა დაუპირისპირდნენ.

პირველი ადგილისთვის “დინამო 1” და ქობულეთის სასპორტო სკოლა იბრძოდა. პირველი და მესამე ადგილი დინამოელებმა გაინაწილეს,  ხოლო მეორე ადგილი ქობულეთის გუნდმა  დაიკავა. გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.

ამავე კატეგორიაში