თხილვანაში მცხოვრები 59 ოჯახი სახელმწიფოსგან 25-25 ათას ლარის კომპენსაციას რამდენიმე დღეში მიიღებს. ორ ოჯახს კი ბინა ხულოს სოციალურ სახლში გადაეცემა. რაც შეეხება სეზონურად მცხოვრებ 28 ოჯახს, ისინი პროგრამაში მომდევნო ეტაპზე რიგითობის მიხედვით ჩაერთვებიან. საქართველოს პარლამენტარ წევრის ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებულ თანხას იმ პირობით დათანხმდა, რომ მასში ცვლილება შევიდა.
კონკრეტულად კი ისინი 25 ათას ლარით მათთვის სასურველ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს შეიძენენ, სადაც სახლებს გადაიტანენ. შეგახსენებთ, სოფელ თხილვანაში მეწყერი ოთხი თვის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე 64 ოჯახს შეუქმნა.