დღეს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებაში ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, ლილე’’ მიიღებს მონაწილეობას. სმენადაქვეითებულთა ანსამბლის წევრებთან ერთად ხელოვნების ცენტრში ბათუმელი მომღერლები სიმღერებს ჟესტური ენით შეასრულებენ.
ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი სმენადაქვეითებულთა კულტურის შეცნობაა. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.