საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა რეაბილიტირებული ოსური სახლი გახსნა. ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში ოსური კარ-მიდამოს რესტავრაცია და კომპლექსური მოწყობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
ოსური სახლი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება და ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელსაა ჩამოტანილი.